საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები მოინახულა და ზარდიაანთკარის, ერგნეთისა და ჩორჩანას მოსახლეობას შეხვდა.
იოსელიანის განცხადებით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახელობას კონკრეტული პრობლემები აქვს, რასაც ეფექტური და დროული ღონისძიებები ესაჭიროება.
„პირადად მოვუსმინე ამ ადამიანებს, რომელთათვისაც აუცილებელია სოციალური და ეკონომიკური საკითხების მოგვარება. ამ ხალხს კონკრეტული პრობლემები აქვს, რასაც ეფექტური და დროული ღონისძიებები ესაჭიროება. მნიშვნელოვანია ასევე, მათი უსაფრთხოებაც.
მე მივადევნებ თვალს გამყოფი ხაზის სოფლების მაცხოვრებელთა პრობლემების გადაჭრის პროცესს, რომელშიც მინდა ჩვენი როლიც დავინახო. არის საკითხები, რომელიც ჩვენი მანდატის ნაწილია და არის საკითხები, რომლებიც უნდა მივიტანო ხელისუფლებამდე და ვუშუამდგომლო მათ დროულად მოგვარებას“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.