ხატია დეკანოიძე - რუსეთის მოქალაქეს, რომელიც პარლამენტთან მხვდებოდა, შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, პოლიციამ მითხრა, რომ საქართველოს ხვალ დატოვებს - ხაზგასმული იყო ჩემი უკრაინაში მოღვაწეობა

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეს, რომელიც სამი დღეა პარლამენტიდან გამოსვლისას ხვდება, შემაკავებელი ორდენი გამოუწერეს.

ხატია დეკანოიძის თქმით, ის უკრაინის ეროვნული პოლიციის თანამდებობაზე მუშაობდა და იმ პერიოდში პოლიციის დანაყოფები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული დონბასში რუსეთის წინააღმდეგ.

პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის მოქალაქის მისდამი ინტერესი სწორედ ამ ფაქტით იყოს გამოწვეული.

„შემაკავებელი ორდენი გამოუწერეს რუსეთის მოქალაქეს და როგორც პოლიციამ მითხრა, ის დატოვებს საქართველოს ხვალ. მე არასდროს არ მინახავს ეს ადამიანი, არავითარი კონტაქტი და ურთიერთობა არა მაქვს რუსეთის მოქალაქეებთან და არც მქონია არასდროს. არ მყავს მეგობრები და ნაცნობები რუსეთში და ამიტომ ძალიან უცნაურია, როდესაც საქართველოს პარლამენტთან მე მელოდება რუსეთის მოქალაქე რამდენიმე დღის განმავლობაში.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხაზგასმული იყო ჩემი უკრაინაში მოღვაწეობა, მან პოლიციას უთხრა, რომ მე ვიცი, ის უკრაინაში მუშაობდა. შეიძლება ამასთანაა კავშირში. მე უკრაინაში მაღალი თანამდებობა მეკავა - ეროვნული პოლიციის უფროსი, ჩემი დანაყოფები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული დონბასში რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი რეფორმების ტალღა და როგორც მივხვდი, აქედან იცოდა ჩემს შესახებ", - განაცხადა დეკანოიძემ და დასძინა, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, როდესაც რუსეთის მოქალაქეს შემაკავებელ ორდერს უწერს საქართველოს პოლიცია საქართველოს პარლამენტის წევრთან დაკავშირებით.

"არ ვიცი, სევდიანია თუ ირონიული ეს ამბავი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო