ჰაჯა ლაჰიბი - დარწმუნებული ვარ, რომ „ევროპალია" ისტორიაში ჩაიწერება როგორც ძირითადი მოვლენა ორ ქვეყანას შორის, რაც გააძლიერებს ბელგიასა და საქართველოს შორის მეგობრულ კავშირებს

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფესტივალი ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ძირითადი მოვლენა ჩვენს ორ ქვეყანას შორის, რაც გააძლიერებს ბელგიასა და საქართველოს შორის მეგობრულ კავშირებს, - ამის შესახებ ბელგიის სამეფოს საგარეო და ევროპული ურთიერთობების საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და კულტურული ინსტიტუტების მინისტრმა ჰაჯა ლაჰიბმა ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - "ევროპალიისა" და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ფესტივალი „ევროპალია" მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.

„ჩემთვის პატივია დღეს აქ ყოფნა და გულთბილი მილოცვით მინდა დავიწყო. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს აღინიშნება, მაგრამ დღეს განსაკუთრებული აღნიშვნა ხდება ამ დღის. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბელგიაში ემთხვევა „ევროპალიის" ფესტივალის დაწყებას ბელგიაში. ეს გახლავთ უნიკალური ფესტივალი, რომელიც 4 ოქტომბერს დაიწყება მიმდინარე წელს და უკვე ოფიციალურად წარედგინა საზოგადოებას რამდენიმე საათის წინ და ძალიან დიდი იმედის მომცემია. ევროპალია გახლავთ მნიშვნელოვანი ღონისძიება კულტურული დიპლომატიის. იგი აძლიერებს კულტურულ ურთიერთგაცვლას და საქართველო იქნება 25-ე მასპინძელი ქვეყანა, რომელიც აღნიშნავს მის კულტურულ მემკვიდრეობას. მრავალფეროვნება სახელოვნებო პროექტების, გამოფენების სურათის, შთამბეჭდავია. პროგრამა იყო დღეს წარმოდგენილი. მინისტრი თეა წულუკიანის თანდასწრებით და ეს პროგრამა გახლავთ განცხადება უზარმაზარი მემკვიდრეობის, რომელიც საქართველოს გააჩნია. როგორც ხშირად ხდება, ქვეყნის იდენტურობა კულტურული სიმდიდრისა და კრეატიულობის ჭრილში არის გამოხატული. კულტურა შეიძლება ასევე გვთავაზობდეს ღრმა ანალიზს სუფრასთან დაკავშირებით, ტრადიციულ ქართულ ფესტივალს, რომელშიც არის მოცული სტუმარმასპინძლობის სულისკვეთება, რაც გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი ასპექტი ქართული კულტურის. მე მოკლედ მოგითხრობთ სუფრაზე, სუფრის გარშემო, რომელიც არის ქართული სამზარეულოს ნიმუშებით სავსე, ღვინით დამშვენებული და ალბათ ლუდითაც. მეგობრები იკრიბებიან, რომ ერთმანეთს მოუყვნენ სხვადასხვა ისტორიები, დაუვიწყარი მომენტები. ეს გახლავთ საუკეთესო გზა, რომ უკეთესად გაიცნონ ერთმანეთი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ესეა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფესტივალი ისტორიაში ჩაიწერება როგორც ძირითადი მოვლენა ჩვენს ორ ქვეყანას შორის, რაც გააძლიერებს კავშირებს მეგობრულ კავშირებს, რომელიც აკავშირებს ბელგიასა და საქართველოს", - განაცხადა ჰაჯა ლაჰიბმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო