შ.პ.ს. „თბილისი ენერჯი“ ლიცენზიების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს. ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
„შესასყიდი ლიცენზიების ჩამონათვალი, რაოდენობა, სპეციფიკაცია, მიწოდების ადგილი, მიწოდების პირობები და ვადები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
დალუქულ კონვერტში მოთავსებული სატენდერო განაცხადი პოტენციურმა მიმწოდებლებმა უნდა წარადგინონ (გააგზავნონ) შპს „თბილისი ენერჯი“- ში შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №18ა, კანცელარია.
სატენდერო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა - 2023 წლის 26 ივნისი, 17:00 საათი.
დამატებითი ინფორმაციისა და ცნობების მიღება შესაძლებელია ტელ: 591021902 და ელექტრონული ფოსტის მისამართზე: procurement@te.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.