პაველ ჰერჩინსკი - ირაკლი ღარიბაშვილთან ძალიან ღია, გულწრფელი და არსებითი დისკუსია გვქონდა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის შესახებ

ჩვენ გვქონდა ძალიან ღია, ძალიან გულწრფელი, ძალიან არსებითი დისკუსია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„მინდა დავადასტურო, რომ ორშაბათს საღამოს მე, ევროკავშირის სხვა ელჩებთან ერთად მიწვეული ვიყავი პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად. ჩვენ გვქონდა ძალიან ღია, ძალიან გულწრფელი, ძალიან არსებითი დისკუსია ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, მაგრამ რადგან ეს იყო დახურული შეხვედრა, მე თავს შევიკავებ დეტალებში შესვლისგან”, - აღნიშნა ელჩმა.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს 12 ივნისს შეხვდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო