„ჯივიპი“ წერეთლის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პირველ ეტაპს ასრულებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წერეთლის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პირველ ეტაპს ასრულებს და ახალ ქსელზე გადაერთების ბოლო მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს.

კომპანიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე უკვე განახლდა 5.2 კმ სიგრძის წყალსადენისა და 2.3 კმ სიგრძის წყალარინების ქსელი, დამონტაჟდა 80 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 15 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი.

„ჯივიპი“ წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში 15.5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელს სრულად აახლებს, რაშიც კომპანია 21 მლნ ლარზე მეტის ინვესტიციას ახორციელებს.

განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკურმა ჯგუფებმა პირველი ეტაპის ბოლო გადაერთებით სამუშაოები დღეს, 15 ივნისს, 11:00 საათზე დაიწყეს.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 15 ივნისის დილის 11:00 საათიდან, 16 ივნისის 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

წერეთლის გამზირს, სურამის, ლებანიძის, აბასთუმნის, ცაბაძის, მეტრეველის, ბათუმის, ქურდიანის, ყიფიანის, პასტერის, დიდუბის დასახლების, ვანის, აგლაძის, გუდაუთის, ხოშარაულის, ჩალაძის, ევდოშვილის, თევდორე მღვდლის, სოხუმის, ზუგდიდის, ქუთაისის, სამტრედიის, წყალტუბოს, მირცხულავას, კერესელიძის, მაიაკოვსკის და მიმდებარე ქუჩებს. მარშალ გელოვანის, თამარ მეფისა და აღმაშენებლის გამზირების ნაწილს. დიღმის მასივის I და II კვარტლის, ბაქრაძის, წინამძღვრიშვილის, ნინოშვილის, ერისთავის ქუჩების ნაწილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში