შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მრავალეროვნული სწავლების შესახებ შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სხვადასხვა ტიპის საგანგებო სიტუაციებზე ორიენტირებულ ერთკვირიან მრავალეროვნულ საველე სწავლებას მასპინძლობს.

უწყების ცნობით, წვრთნები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ბუნებრივი და ადამიანის ფაქტორით გამოწვეული კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების პროგრამის "PPRD East 3"-ის ფარგლებში ხორციელდება და როგორც საშტაბო, ასევე საველე კომპონენტებს მოიცავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სწავლების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა სწავლების შინაარსსა და ქვეყნებს შორის კოორდინირებული მოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

შსს-ის ინფორმაციით, PPRD ევროკავშირის ტექნიკური ექსპერტული დახმარების პროექტს წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მათზე რეაგირებისა და მზადყოფნის დონის ამაღლებაა.

მათივე ცნობით, PPRD პროექტში საქართველოსთან ერთად, მთავარი ბენეფიციარი ქვეყნები უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი და სომხეთი არიან.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში