Tbilisi Open Air-ს „წისქვილი ჯგუფი“ შეუერთდა

მათთვის, ვინც Tbilisi Open Air-ისა და საყვარელ არტისტებთან შეხვედრისთვის ემზადება, „წისქვილი ჯგუფს“ კიდევ ერთი სიახლე აქვს – ფესტივალს რესტორანი „წისქვილი“ შეუერთდა.

„Tbilisi Open Air ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფესტივალია, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში მოუთმენლად ველოდებით. ეს წელი კიდევ უფრო გამორჩეული იქნება, რადგან ახლა ფესტივალის ნაწილი გახდაწისქვილიც“.

გემრიელი გემოების მოყვარულებს გეპატიჟებით ჩვენთან, არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ Open Air-ზე გატარებული სამი დღე კიდევ უფრო სასიამოვნო გავხადოთ თქვენთვის“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე.

23, 24 და 25 ივნისს ფესტივალზე „წისქვილი“ გემრიელი კერძებითა და სასმელებით გაგიმასპინძლდებათ. მენიუში წარმოდგენილი იქნება ბევრისთვის უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი კერძები. მათ კი, ვისაც ჯერ კიდევ არ დაუგემოვნებია „წისქვილის“ მიერ შექმნილი გემოები, ამის შესაძლებლობა ფესტივალზე მიეცემა.

წისქვილი ჯგუფიფესტივალზე წარმოდგენილი იქნება საკმაოდ დიდი, 12 მეტრიანი ობიექტით. ერთ სივრცეში გაერთიანებული იქნება როგორც კერძები, ისე ბარი. მაქსიმალური კომფორტისთვის დავნერგავთ რიგის ნომრების სისტემას და მომხმარებლები პირდაპირ მონიტორიდან მიიღებენ ინფორმაციას გამზადებული შეკვეთების შესახებ“, – აცხადებს „წისქვილი ჯგუფის“ კომერციული დირექტორი, მიხეილ კვირტია.

ასე რომ, იპოვე „წისქვილი“ ფესტივალის ტერიტორიაზე, ისიამოვნე საყვარელი არტისტების შესრულებითა და საუცხოო გემოებით Open Air-ზე.

ინფორმაციას „წისქვილი ჯგუფი“ ავრცელებს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს