სომხეთის რესპუბლიკა დიდად დაინტერესებულია რეგიონში სატრანსპორტო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განბლოკვით, - ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ეროვნული კრების დეპუტატების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ინფრასტრუქტურები უნდა იყოს იმ ქვეყნების იურისდიქციაში, რომლების ტერიტორიებითაც ისინი გადიან და ეს ინფრასტრუქტურები უნდა გაიხსნას თანასწორობისა და ორმხრივობის პრინციპებზე დაყრდნობით.
„მართალი გითხრათ, კომენტარს არ გავაკეთებ თურქეთის პრეზიდენტის განცხადებაზე, განსაკუთრებით იმ ნაწილზე, რომელიც ეხება მესამე ქვეყნებს და მათ შესაძლო ინტეგრაციას თუ არაინტეგრაციას, მაგრამ რადგან ეს თემას ეხება, მხოლოდ ვისაუბრებ რეგიონული ინფრასტრუქტურის განბლოკვაზე. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ დავადასტურო და დავაფიქსირო სომხეთის რესპუბლიკის პოზიცია. სომხეთის რესპუბლიკა დიდად დაინტერესებულია რეგიონში სატრანსპორტო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განბლოკვით. ცხადია, რომ ეს ინფრასტრუქტურები უნდა განიბლოკონ რამდენიმე ცნობილი პრინციპის საფუძველზე, როგორიცაა, მაგალითად, მათ უნდა იმოქმედონ იმ ქვეყნების სუვერენიტეტის ქვეშ, რომლების ტერიტორიებითაც ისინი გადიან. ეს ინფრასტრუქტურები უნდა იყოს იმ ქვეყნების იურისდიქციაში, რომლების ტერიტორიებითაც ისინი გადიან, ეს ინფრასტრუქტურები უნდა გაიხსნას თანასწორობისა და ორმხრივობის პრინციპებზე დაყრდნობით. ეს საკითხები რეგულარულად განიხილება ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანის ხელმძღვანელობით და პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით. ბოლო პერიოდში მოგეხსენებათ, რომ ინტენსიურია შეხვედრები აზერბაიჯანის ლიდერთანაც. ჩემი პირადი შთაბეჭდილება, შესაძლოა სუბიექტური შთაბეჭდილება ისაა, რომ არის გარკვეული პროგრესი, განსაკუთრებით ბატონი გრიგორიანის უკანასკნელი შეხვედრების ფარგლებში, მაგრამ საბოლოო შედეგები ჯერ კიდევ არ გვაქვს. სამწუხაროდ, ამ დროისთვის, ვერ გავასაჯაროებთ მათი არარსებობის გამო, მაგრამ ვიმეორებ, სომხეთის რესპუბლიკა ძალიან დაინტერესებულია ამ ინფრასტრუქტურების კვლავ ამუშავებით, მათ შორის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ მოყვანილ კონტექსტში, პეკინი-ლონდონი, ან სხვა ნებისმიერი ლოგისტიკური გადასვლების ნაწილის შედგენისთვის”, - განაცხადა არარატ მირზოიანმა, რომლის კომენტარსაც საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.