ირაკლი ფავლენიშვილი - ზურაბ აბაშიძის განცხადებები არის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო და სამარცხვინო

ზურაბ აბაშიძის განცხადებები არის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო და სამარცხვინო, ამიტომ, არც აბაშიძე-კარასინის ფორმატი უნდა არსებობდეს და არც აბაშიძე უნდა იკავებდეს საჯარო თანამდებობას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ფავლენიშვილის თქმით, აბაშიძის განცხადებები არის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო და სამარცხვინო.

„მნიშვნელოვანია, რომ ქართველ პატრიოტებს, რომლებიც ებრძვიან რუსულ ოკუპაციას, რუსული პროპაგანდა და მისი ქართველი მსახურები ყოველთვის მოიხსენიებდნენ როგორც "ნაცისტებს", "ხულიგნებს". მაგალითად, ეს იყო 9 აპრილის დემონსტრანტებზე. ასევე ამბობდნენ 20 ივნისის დემონსტრანტებზე. რა თქმა უნდა, პოზნერის გამგდებებზეც იგივე მესიჯბოქსი აქვთ. ეს ადამიანი, აბაშიძე და აბაშიძე-კარასინის ფორმატი არის არგაღიზიანების პოლიტიკის პლატფორმა, სადაც ნამდვილი ქართველი საბჭოთა ადამიანი ელაქუცება და უსრულებს ყველა სახის ინსტრუქციას კრემლს, ამ შემთხვევაში, კრემლის დანიშნულ კარასინს. ამიტომ, რა თქმა უნდა, თვითონ ეს ფორმატი არის ქართული ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო. აბაშიძის განცხადებები არის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო და სამარცხვინო", - აცხადებს ფალავანდიშვილი.

აღნიშნულ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

Youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე საუბრობს ჩაიკოვსკის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტ მარკ ზილბერკვიტთან, რომელიც ვლადიმერ პოზნერს თბილისში ახლდა. ჩანაწერის თანახმად, აბაშიძე მათ, ვინც პოზნერის თბილისში ვიზიტი გააპროტესტა, „ნაცისტების ჯგუფს“ უწოდებს. ჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, 2021 წლით არის დათარიღებული და დღეს გავრცელდა.

თავად ზურაბ აბაშიძემ „ინტერპრესნიუსთან“ მარკ ზილბერკვიტთან სატელეფონო საუბარი დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ „შინაარსობრივად დაჩეხილი, დამონტაჟებული ფეიკია“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო