დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ინტერრელიგიური სათათბიროს სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრას საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციის თანახმად, სათათბიროს წევრებმა მოისმინეს საქართველოს ებრაელთა კავშირისა და თბილისის დიდი სინაგოგის თავმჯდომარის, მერაბ ჩანჩალაშვილის ინფორმაცია თბილისში, დიდუბის რაიონში, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის (მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი) შენობაში რეფორმისტული სალოცავის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს ებრაული თემის დამოკიდებულების თაობაზე.