გიორგი ამილახვარი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა, სტუდენტებთან შეხვედრა გამართა და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას გაეცნო.

ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

„დღეს ვესტუმრეთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, გავეცანით კამპუსის ტერიტორიაზე მიმდინარე აკადემიური პერსონალის საცხოვრებლისა და აკადემიური კორპუსის მშენებლობის პროცესს, დავათვალიერეთ სასწავლო კორპუსები, საერთო საცხოვრებელი, ბიბლიოთეკა და კაფეტერიის შენობები. ეს ყველაფერი კი, ნამდვილად ქმნის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეს, რომელიც გამორჩეულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით.

უნივერსიტეტში ვიზიტის ფარგლებში ასევე შევხვდით პროფესორებსა და სტუდენტებს, რომლებმაც სასწავლო პროცესისას შექმნილი ინოვაციური პროექტები და პროგრამები წარმოგვიდგინეს“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს