„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ფინანსური ხელმისაწვდომობის თემაზე მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებთან შეხვედრა გაიმართა

„საქართველოს ბანკმა“ მის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 14 ივნისს, 4B სივრცეში სემინარი გამართა.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, შეხვედრა FAS Group-ის მმართველმა პარტნიორმა, ნათია სხვიტარიძემ ჩაატარა, რომელმაც ბიზნესის განვითარებისთვის სწორად წარმოებული ბუღალტრული აღრიცხვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სემინარის დამსწრეებთან ერთად გამართული ბუღალტერიის, როგორც ორგანიზაციის წარმატებისა და განვითარებისთვის ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორის შესახებ ვისაუბრეთ. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მოგვეცა შესაძლებლობა, ბიზნესებისთვის გაგვეზიარებინა ის ძვირფასი გამოცდილება, რომელიც ჩვენი კომპანიის 100-ზე მეტ კლიენტთან თანამშრომლობით დაგვიგროვდა“, - განაცხადა FAS Group-ის მმართველმა პარტნიორმა, ნათია სხვიტარიძემ.

„საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულებების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორის, რუსუდან ბარათაშვილის თქმით, „საქართველოს ბანკი“ ყოველთვის ცდილობს ბიზნესის წარმომადგენლებს მათთვის საინტერესო თემებზე ინფორმაცია მიაწოდონ.

„ჩვენ, როგორც ბიზნესის საიმედო პარტნიორი, მუდმივად ვცდილობთ მივაწოდოთ მათ ინფორმაცია ისეთ საჭირო და მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ფინანსური ხელმისაწვდომობა, ელექტრონული კომერცია და სხვა. სწორედ ამ მიზნით უკვე არაერთი შეხვედრა გაიმართა. ვფიქრობთ, ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია იმ შესაძლებლობების გაცნობა, რაც მათ კიდევ უფრო მეტად დაეხმარებათ გაძლიერდნენ და განვითარდნენ. სწორედ ამიტომ, ჩვენც არ ვჩერდებით და განვაგრძობთ მუდმივ მცდელობას, მხარი დავუჭიროთ ბიზნესს სამომავლო გეგმების განხორციელებაში“,- განაცხადა რუსუდან ბარათაშვილმა, „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულებების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა.

ინფორმაციის თანახმად, სემინარი „საქართველოს ბანკის“, FAS Group-ის, ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) და BPN Georgia-ს ორგანიზებით გაიმართა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს