თეგეტა ჰოლდინგი - ბორჯომის მუნიციპალიტეტს Renault Trucks-ის სპეცტექნიკა ემსახურება

„თეგეტა ჰოლდინგი“, დედაქალაქთან ერთად, რეგიონების კეთილმოწყობაზე ზრუნვას განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას "თეგეტა ჰოლდინგი" ავრცელებს.

ავტოინდუსტრიის ლიდერმა კომპანიამ მუნიციპალური განვითარების ფონდს Renault Trucks-ის სპეციალური დანიშნულების ტექნიკა მიაწოდა. ნაგავმზიდები, ამწეკალათები და ერთი ერთეული თვითმცლელი - ფრანგული ბრენდის კომერციული ტექნიკა დაბა ბაკურიანს მოემსახურება.

„მოხარულები ვართ, რომ ბორჯომის ავტოპარკს ერთ-ერთი მოწინავე ევროპული ბრენდის, ფრანგული Renault Trucks-ის უახლესი მოდელები შეემატა. ჩვენი კომერციული ტექნიკა მაღალი გამავლობისაა, ძნელად მისადგომ რელიეფსა და რთულ კლიმატურ პირობებზე გათვლილი. იმედი გვაქვს, რომ სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები ხელს შეუწყობს დაბა ბაკურიანის ინფრასტრუქტურულ და ურბანულ განვითარებას", - აცხადებს „თეგეტა ჰოლდინგის“ წარმომადგენელი გიორგი ბაინდურაშვილი.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გასულ წელს გამოაცხადა. გამარჯვებული „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია გახდა. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კი „თეგეტამ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტს სატენდერო პირობებით გათვალისწინებული ტექნიკა მიაწოდა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა