გიორგი პერტაიამ ბრიუსელში ევროპალატის გაფართოებისა და სამეზობლო კომიტეტის შეხევდრას უხელმძღვანელა

სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ ბრიუსელში, ევროპალატის გაფართოებისა და სამეზობლო კომიტეტის შეხვედრას უხელმძღვანელა. ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მოისმინეს უკრაინის მხარდამჭერი ღონისძიებები. კერძოდ, დონორთა მიერ განხორციელებული აქტივობები ქვეყნის გაჯანსაღებისა და რეკონსტრუქციის მიმართულებით.

„მხარეებმა ასევე განიხილეს, თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობების პერსპექტივები და ევროპალატის წევრი სავაჭრო პალატების წვლილი თურქეთ-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში.

გიორგი პერტაიამ თავის გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობას. ამასთან, მან აღნიშნა საქართველოს ეკონომიკური წარმატება და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ქვეყნის პროგრესი სტრუქტურული რეფორმების კუთხით.

პალატის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, საქართველო ევროკავშირთან აღებული ვალდებულების შესრულების შედეგად, წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

გიორგი პერტაიამ, ევროპალატის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა, მათ შორის „EU4Business: Connecting Companies“-ზე.

მან ყურადღება გაამახვილა ევროპალატის როლზე და ხაზი გაუსვა პლატფორმის მნიშვნელობას წევრ სავაჭრო პალატების, კერძო სექტორისა და ევროპულ ინსტიტუტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის დამყარების კუთხით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება