საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას  შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტთა სასამართლო მედიაციის მიმართულებით დახელოვნებას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა. ღონისძიებას უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტები, დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია და ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც ზურაბ გასიტაშვილმა განაცხადა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ამოქმედებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, მედიაციის პოპულარიზაციის მიზნით, დაგეგმავს და განახორციელებს სხვადასხვა ფორმატის ისეთ ერთობლივ ღონისძიებებსა და აქტივობებს, როგორიცაა „მრგვალი მაგიდა“, კონფერენცია, სემინარი, ლიტერატურისა და პუბლიკაციების მომზადება-გამოცემა.

„2020 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს კანონი „მედიაციის შესახებ“, ეს არის იმ უპრეცედენტო რეფორმების გაგრძელება, რომლებიც ბოლო წლებში საქართველოში მიმდინარეობს. უმაღლესი საგანმანათლებლო სკოლისთვის, სადაც შესაბამისი ფაკულტეტი სამართალწარმოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სწავლა-სწავლების პროცესს ევროპული სტანდარტების დაცვით ახორციელებს, მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობა აუცილებელი და მიზანშეწონილია. იმავეს ვიტყვი საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან დაკავშირებითაც. დღეს ასოციაციასთან გაფორმებული მემორანდუმის ძირითადი პუნქტები სტუდენტების დიაპაზონის მეტად გაფართოებას ემსახურება. მემორანდუმის მნიშვნელობას ზრდის ის ფაქტი, რომ სასამართლო მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების უნივერსიტეტის ბაზაზე, სასწავლო კურსის სახით დანერგვა საჭირო და დროულია“, - განაცხადა ზურაბ გასიტაშვილმა.

მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მხარდაჭერით მოხდება შესაბამისი სასწავლო კურსის მატერიალურ-ტექნიკური რესურსით უზრუნველყოფა, რაც სილაბუსით გათვალისწინებული პირობების წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, ასოციაცია უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთათვის სტაჟირებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განახლებაში მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის ბიბლიოთეკას საჩუქრად სასამართლო მედიაციასთან დაკავშირებული, პრაქტიკული და თეორიული მიმართულების ახალი გამოცემები გადასცა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო