გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში რექტორთა კონფერენცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რექტორთა კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებმა მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე, გიორგი ამილახვარმა უნივერსიტეტების რექტორებთან ერთად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული გამოწვევები განიხილა. მათ შორის - პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამების, ავტორიზაციის კუთხით უნივერსიტეტების მზაობის, დისტანციური განათლების რეგულირებისა და უცხოელი სტუდენტების მოზიდვის საკითხები.

მინისტრმა, კონფერენციის მონაწილეებთან ერთად, შეხვედრისას განხილული საკითხების გადაჭრის გზებზეც იმსჯელა და უნივერსიტეტების წარმომადგენლების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

თავის მხრივ, რექტორებმა, საუნივერსიტეტო სივრცეებში არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, სამინისტროსთან კოორდინირებული მუშაობის მზაობა გამოთქვეს.

„აღსანიშნავია, რომ მინისტრის ინიციატივით, რექტორთა კონფერენციები პერმანენტული ხასიათის იქნება და საქართველოს მასშტაბით ყველა ავტორიზებულ საჯარო და კერძო უნივერსიტეტში გაიმართება, რათა დროულად მოხდეს უმაღლესი განათლების საფეხურზე არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის