თამარ გაბუნია - „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილების ძირითადი არსი და მიზანი სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გაძლიერებაში მდგომარეობს, რათა პაციენტების ინტერესები იყოს დაცული

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში ცვლილების ძირითადი არსი და მიზანი სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გაძლიერებაში მდგომარეობს, რათა პაციენტების ინტერესები იყოს დაცული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში“ ცვლილებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ რეგულირების სააგენტოს უმთავრესი ფუნქცია პაციენტის უსაფრთხოების დაცვაა და მის აღსრულებას ჯეროვანი მექანიზმები სჭირდება.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, კანონპროექტში წარმოდგენილია რამდენიმე დამატებითი მექანიზმი, რეგულირების სააგენტოს საქმიანობას მეტ ოპერატიულობას შესძენს იმისთვის, რომ შეფასება ჩატარდეს ობიექტური გარემოებების სრული გათვალისწინებით და გადაწყვეტილებაც იყოს ობიექტურ საფუძვლებზე დამყარებული.

„დღევანდელი მდგომარეობით სასამართლოს გადაწყვეტილებაა საჭირო იმისთვის, რომ რეგულირების სააგენტომ მოკვლევა დაიწყოს პაციენტის საჩივარზე 72 საათში. ამ პერიოდში შესაძლებლობა არსებობს დაწესებულება გარკვეულწილად მოემზადოს მარეგულირებლის ვიზიტისთვის, თუ საჭიროა მოახდინოს რეაგირება მთელ რიგ დოკუმენტაციაში, რაც მნიშვნელოვნად ართულებს რეგულირების სააგენტოს მიერ რეალური სურათის შეფასებას და ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც აღწერილია კანონპროექტში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა