გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი და საბჭოს წევრი ბაია კვიციანი სტუდენტებს და კვლევით საქმიანობაში ჩართულ პირებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ქალების როლზე პოლიტიკაში. ნინო წილოსანის განცხადებით, აღნიშნული თემით დაინტერსებული პირები მუდმივად უკავშირდებიან გენდერული თანასწორობის საბჭოს და გამოთქვამენ სურვილს უშუალოდ შეხვდნენ პარლამენტარ ქალებს.
„აქედან გამომდინარე, მათთვის, ვინც დაინტერსებული იყო ამ საკითხით, გამოვაცხადეთ ღია შეხვედრა. შესაბამისად, დღეს ვისაუბრეთ ქალების პოლიტიკაში მონაწილეობაზე, ზოგადად, პოლიტიკურ გარემოზე და ქალების წინაშე არსებულ გამოწვევებზე. იმედი მაქვს, რომ მათთვის ის ინფორმაცია, რომელიც გავუზიარეთ საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო", - აღნიშნა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ.