„ჯივიპი“ წერეთლის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პირველ ეტაპს ასრულებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წერეთლის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პირველ ეტაპს ასრულებს და ახალ ქსელზე გადაერთების ბოლო მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს.

კომპანიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე უკვე განახლდა 5.2 კმ სიგრძის წყალსადენისა და 2.3 კმ სიგრძის წყალარინების ქსელი, დამონტაჟდა 80 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 15 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი.

„ჯივიპი“ წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში 15.5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელს სრულად აახლებს, რაშიც კომპანია 21 მლნ ლარზე მეტის ინვესტიციას ახორციელებს.

განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკურმა ჯგუფებმა პირველი ეტაპის ბოლო გადაერთებით სამუშაოები 15 ივნისს, 11:00 საათზე დაიწყეს.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 15 ივნისის დილის 11:00 საათიდან, 16 ივნისის 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

წერეთლის გამზირს, სურამის, ლებანიძის, აბასთუმნის, ცაბაძის, მეტრეველის, ბათუმის, ქურდიანის, ყიფიანის, პასტერის, დიდუბის დასახლების, ვანის, აგლაძის, გუდაუთის, ხოშარაულის, ჩალაძის, ევდოშვილის, თევდორე მღვდლის, სოხუმის, ზუგდიდის, ქუთაისის, სამტრედიის, წყალტუბოს, მირცხულავას, კერესელიძის, მაიაკოვსკის და მიმდებარე ქუჩებს. მარშალ გელოვანის, თამარ მეფისა და აღმაშენებლის გამზირების ნაწილს. დიღმის მასივის I და II კვარტლის, ბაქრაძის, წინამძღვრიშვილის, ნინოშვილის, ერისთავის ქუჩების ნაწილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს