ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის მეგობართა და იდეატორთა კლუბების საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება

18 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის განათლების სკოლის ორგანიზებით წიგნის მეგობართა და იდეატორთა კლუბების საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე მოსწავლეები სტუდენტებისა და მასწავლებლების მენტორობით შექმნილ წიგნებსა და მათ ინტერაქციულ ვერსიებს წარადგენენ.

„წიგნის მეგობართა და იდეატორთა კლუბებს, რომლებიც ხორციელდება USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, ილიაუნის განათლების სკოლა უნილაბის მხარდაჭერით ქვემო ქართლის 10 საჯარო სკოლაში ახორციელებს. კლუბების ფარგლებში დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების პროგრამის სტუდენტებისა და სკოლის მასწავლებლების მენტორობით დაწყებითი კლასების მოსწავლეები ქმნიან საკუთარ ხელნაკეთ წიგნებს და ამ წიგნების ინტერაქციულ ვერსიებს. პროექტმა გააერთიანა 120 მოსწავლე, 21 მასწავლებელი, 10 მენტორი სტუდენტი. სულ მომზადდა 72 გაციფრულებული და ხელნაკეთი პროექტი. 18 ივნისს მოსწავლეები ეწვევიან უნივერსიტეტს, გამოფენენ თავიანთ ხელნაკეთ წიგნებს, სტუდენტებთან ერთად გამართავენ მოკლე პრეზენტაციებს -წარმოგვიდგენენ წიგნების გაციფრებულ ვარიანტებს. სკოლები დაჯილდოვდებიან საბავშვო წიგნების სხვადასხვა ნაკრებით. მოსწავლეების, სტუდენტებისა და მასწავლებლების თანამშრომლობა მნიშვნელოვანი პროცესია. პროექტი ეხმარება მასწავლებლებს ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვაში, სტუდენტებისთვის გამოცდილების გაზიარებაში, ხოლო მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და საინტერესო, დაუვიწყარი გამოცდილების მიღებაში. სპეციალურად პროექტისთვის ილიაუნის კიბერლაბორატორიაში შეიქმნა ვებ-გვერდი საიტზე განთავსდა მოსწავლეების მიერ შექმნილი წიგნების ინტერაქტიური ვერსიები, რომლებიც დღეიდან ნებისმიერი მსურველისათვის ხელმისაწვდომი იქნება. დრო: 18 ივნისი, 12:00 საათი. ადგილმდებარეობა: T102 დარბაზი, ტექნოლოგიის კორპუსი (ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქ.N3/5) სამუშაო ენა: ქართული, დასწრება თავისუფალია“, - ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო