სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების გაზრდასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებები, საქართველოს პარლამენტმა, პირველი მოსმენით დაამტკიცა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების გაზრდასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებები, საქართველოს პარლამენტმა, პირველი მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცვლილებების პაკეტი განსახილველად ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ წარადგინა.

თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილების მთავარი მიზანი პაციენტის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

მინისტრის მოადგილის თქმით, კონტროლის ეფექტური მექანიზმის შექმნით, სამედიცინო მომსახურების ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდება, ძლიერი მარეგულირებელი ორგანო და საკანონმდებლო ბაზა კი ერთგვარი პრევენციის მექანიზმი იქნება.

„ჯანდაცვის სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასთან მიმართებაში აქვს ვალდებულებები. რეგულირების სააგენტო იმისთვის ფუნქციონირებს, რომ პაციენტთან დაკავშირებული რისკები გადააზღვიოს და უსაფრთხოების პირობები შექმნას. ეს არის ფუნდამენტი და მთავარი მოტივაცია რეგულირების სააგენტოს საქმიანობის”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სამინისტროს ცნობითვე, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რეგულირების სააგენტოს, პაციენტის საჩივარზე დაუყოვნებელი რეაგირების შესაძლებლობა ექნება. დღეს მარეგულირებელს, პაციენტისადმი გაწეული ხარისხის შესწავლის შესაძლებლობა მხოლოდ სასამართლოს შუამდგომლობის საფუძველზე შეუძლია, რა დროსაც, შეტყობინებას სამედიცინო დაწესებულებაც იღებს. შესაბამისად იქმნება, დოკუმენტაციის მოწესრიგების ან შეცვლის რისკი, რაც ართულებს რეალური სურათის აღდგენას. ცვლილების შედეგად, პაციენტისადმი გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლა უფრო ეფექტურად და ნაკლებ დროში მოხდება. კანონში ჩნდება, სამედიცინო დაწესებულებებისთვის ლიცენზიის დროებით შეჩერების მექანიზმი, რასაც სასამართლო დაჩქარებული წესით, 48 საათში განიხილავს. დღეს, რეგულირების სააგენტოს, არ აქვს ბერკეტი, კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ასევე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, დროებით შეუჩეროს კლინიკას ლიცენზია. ახალი კანონპროექტით, იზრდება საჯარიმო სანქციებიც. თამარ გაბუნიას განმარტებით არსებული სანქციები იმდენად დაბალია, რომ კარგავს პრევენციის ფუნქციას.

„ჯარიმის მცირე ოდენობიდან გამომდინარე, კლინიკა მის გადახდას ამჯობინებს, ვიდრე ინვესტიციის განხორციელებასა და ხარისხის გაუმჯობესებას,“ - განმარტავს მინისტრის პირველი მოადგილე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო