„თიბისი“ კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 20 და 24 ივნისს, ფოტოგრაფიის შესახებ გურამ წიბახაშვილის და მირიამ გრიგალაშვილის შეხვედრებს უმასპინძლებს

თიბისი“ კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 20 და 24 ივნისს, უმასპინძლებს გურამ წიბახაშვილის და მირიამ გრიგალაშვილის შეხვედრებს ფოტოგრაფიის შესახებს. შეხვედრები, „თიბისი კონცეპტის“ საგამოფენო სივრცეებში მიმდინარე, ნესტან აბდუშელიშვილის და დავით სულაქველიძის გამოფენების ფარგლებში გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 20 ივნისს, 19:00 საათზე გაიმართება შეხვედრა კურატორ მირიამ გრიგალაშვილთან თემაზე - როგორ შევქმნათ ფოტო ისტორიები და გავიტანოთ საკუთარი ნამუშევრები საერთაშორისო ასპარეზზე.

„შეხვედრაზე განხილული იქნება ფოტო პროექტებზე მუშაობის ეტაპები - როგორ იქცევა იდეა ფოტო ისტორიად, როგორია მზადება გადაღებისთვის, რა უნდა გაითვალისწინოს ფოტოგრაფმა გადაღებისას და რა ხდება გადაღების დასრულების შემდეგ - ფოტოების შერჩევისა და ე.წ. სიქუენსის შექმნის მეთოდები.

გარდა შემოქმედებითი მუშაობისა, თანამედროვე ფოტოგრაფიულ სამყაროში, ავტორს საკუთარი ნამუშევრების საერთაშორისო ასპარეზზე გატანის ვალდებულებაც ეკისრება. სწორედ ამიტომ, შეხვედრაზე დრო დაეთმობა იმ შესაძლებლობების განხილვას, რაც ფოტოგრაფებს პროექტების პოპულარიზებისთვის ეძლევათ, ასევე, სხვადასხვა ტიპის ინსტიტუციებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის საჭირო პრაქტიკულ რჩევებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

24 ივნისს, 17:00 საათზე, შეხვედრა გაიმართება ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილთან

თემაზე- დავით სულაქველიძის შემოქმედება „როგორ დავიმახსოვროთ 80-იანები”.

„ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი შეხვედრაზე ისაუბრებს დავით სულაქველიძის შემოქმედებაზე.

დავით სულაქველიძე უშუალო მონაწილე იყო და მან ფოტო ფირზე აღბეჭდა მოვლენები, რომლებიც 80-იანი წლების საქართველოში ვითარდებოდა. შემოგვინახა ისტორიული ფაქტები, რომლებიც ეპოქის დასასრულს, საბჭოთა კავშირის დაშლის დროს მიმდინარეობდა ჩვენს ქვეყანაში. დღეს, თიბისი კონცეპტში, წარმოდგენილი გამოფენა, არის საქართველოს უახლესი ისტორიის თხრობა და ამავე დროს არის ერთი ადამიანის ცხოვრების თანმდევი მოვლენებისთვის თვალის გადევნება.

შეხვედრებზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია www.conceptevents.ge-ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ დასწრებას.

მისამართი: „თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციური სივრცე, კ. მარჯანიშვილის 7“, - აღნიშნულია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს