დევი ჭანკოტაძე - სად იყო თორნიკე რიჟვაძე 2008 წელს? - 19 წლის იყო და დიდი ეჭვი მაქვს, სარფის საზღვრის გადალახვას და გაქცევას ცდილობდა

სად იყო თორნიკე რიჟვაძე 2008 წელს? 19 წლის იყო და დიდი ეჭვი მაქვს, ამ დროს სარფის საზღვრის გადალახვას და გაქცევას ცდილობდა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის დეპუტატმა, დევი ჭანკოტაძემ განაცხადა, რითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც 2008 წლის ომს „ლაჩრულად წაგებული“ უწოდა.

მისივე თქმით, რიჟვაძემ ამ განცხადებით შეურაცხყოფა მიაყენა ყველა დაღუპულ სამხედროს, მათ ოჯახებსა და ვეტერანებს.

„როდესაც შენი ქვეყნის ჯარისკაცებს ბრალს დებ ლაჩრობაში, შენ ხარ საქართველოს მტერი, ნაძირალა. ამ განცხადებით მან შეურაცხყოფა მიაყენა ყველა დაღუპულ სამხედროს, მათ ოჯახებს, ვეტერანებს. ერთი შეკითხვა მაქვს ვიღაც თორნიკე რიჟვაძესთან - სად იყო 2008 წელს? 19 წლის იყო და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ცდილობდა სარფის საზღვრის გადალახვას და ვინ არის ლაჩარი, 2008 წლის ომის მონაწილეები თუ თვითონ? შესაბამის პასუხს გასცემს საზოგადოება და სამხედროები“, - განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით