საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია.
განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მინისტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და აკადემიური საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს უნივერსიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.
საუბარი ასევე შეეხო სტუდენტებისთვის მხარდამჭერი სერვისების შეთავაზებას, საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის საკითხებს.