დავით ნარმანიამ განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე, სემეკის თავმჯდომარემ ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესში სემეკის როლსა და მიზნებზე ისაუბრა.

„ვემზადებით ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნისთვის. სემეკმა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესში რამდენიმე ათეული ნორმატიული აქტი მიიღო. ამჟამად, კომისია განიხილავს 2 დოკუმენტს, ეს არის ქსელის წესები და ბაზრის წესებში ცვლილებათა პაკეტი, რომელთა დამტკიცების შემდგომაც მარეგულირებელი ჩარჩო სრულად იქნება მზად ბაზრის გახსნისთვის. აქტიურად ვმუშაობთ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე, რათა უფრო მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ ენერგეტიკაში, რაც ხელს შეუწყობს ელექტროენერგეტიკული ახალი ბაზრის კიდევ უფრო მეტად განვითარებასა და განახლებადი ენერგიების ათვისებას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკის ინფორმაციით, განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენცია გახსნეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა. ღონისძიებაზე მოხსენებით წარდგნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი, ჯაბა ხმალაძე. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით