მამუკა მდინარაძე - ახლა არ არის რეზოლუციების დრო - 2021 წლის და დღევანდელი კონტექსტი აბსოლუტურად განსხვავებულია - ახლა ერთ-ერთი მთავარი უსაფრთხოების კონტექსტია

ახლა არ არის რეზოლუციების დრო - 2021 წლის და დღევანდელი კონტექსტი არის აბსოლუტურად განსხვავებული, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი არის უსაფრთხოების კონტექსტი, - ასე პასუხობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კითხვას, რატომ არ გაგზავნა პარლამენტმა ნატო-ს სამიტის წინ განცხადება ისევე, როგორც ეს 2021 წელს გააკეთა. მდინარაძე აცხადებს, რომ თუ ვინმეს ჰგონია, რომ საგარეო პოზიციებზე კონტექსტი არ უნდა გავითვალისწინოთ და მიმდინარე მოვლენების ფონზე იგივე ვაკეთოთ, რაც 2021 წელს, სასტიკად ცდება.

„ახლა არ არის რეზოლუციების და მოჩვენებითი, ყალბი დეკლარირების დრო. არ არის ამის დრო. საქართველოს თავის კონსტიტუციაში უწერია და ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ერთი მხრივ მხარს უჭერს უკრაინას და მეორე მხრივ, მკაცრად აფიქსირებს პოზიციას ყველგან, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპა. დანარჩენი დეტალები არის მეორეხარისხოვანი. შარშან რა მოთხოვნა იყო, აბა, რა მოითხოვა ქვეყანამ თუ გახსოვთ? ერთ რამეს გეტყვით, მერე აღარ დამაკონკრეტებინოთ, ყველა უნდა მიხვდეს ალბათ, ყველაფერს. 2021 წლის და წლევანდელი კონტექსტის, უსაფრთხოების რისკების და ა.შ. განსხვავებას თუ ვერ ხვდებით, მე ძალიან კარგად ვხვდები, ვიცი და ქართული საზოგადოება კიდევ უფრო კარგად ხვდება ყველაფერს. თქვენ თუ მეუბნებით, რომ საგარეო პოზიციებზე ჩვენ კონტექსტი არ უნდა გავითვალისწინოთ და ზუსტად იგივე რაღაცები ვაკეთოთ, რაც 2021 წელს, დღეს ამ მომდინარე მოვლენების ფონზე, სასტიკად ცდებით. კონტექსტი 2021 წლის და დღევანდელი არის აბსოლუტურად განსხვავებული და ჩვენ გამოვდივართ ქვეყნის ინტერესებისგან გამომდინარე ამ კონტექსტის გათვალისწინებით, მათ შორის არის (ნატო-სი არ იყოს, უკუღმა არ დაატრიალოთ), ერთ-ერთი მთავარი არის უსაფრთხოების კონტექსტი”, - განაცხადა მდინარაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის