გუდიაშვილისა და არჩილ ჯორჯაძის ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

დაგეგმილი სატელევიზიო გადაღებების გამო, 17 ივნისს ლადო გუდიაშვილისა და არჩილ ჯორჯაძის ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 06:00-დან 11:00 საათამდე ჩაიკეტება ლადო გუდიაშვილის ქუჩა, კერძოდ, არჩილ ჯორჯაძისა და ანტონ ფურცელაძის ქუჩებს შორის არსებული საგზაო მონაკვეთი, ხოლო 07:00-დან 08:00 საათამდე მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება არჩილ ჯორჯაძის ქუჩაზეც.

ასევე, შეზღუდვის პერიოდში ტრანსპორტი შოთა რუსთაველის გამზირიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებს ანტონ ფურცელაძის ქუჩის გამოყენებით. რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით კი მძღოლები იმოძრავებენ გია ჭანტურიას ქუჩის გავლით.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს