განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელის (CEENQA)  ასამბლეასა და სემინარში მიიღეს მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელის (CEENQA) გენერალურ ასამბლეასა და სემინარებში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ასტანაში, ყაზახეთში გაიმართა და მას ყაზახეთის აკრედიტაციისა და რეიტინგის დამოუკიდებელი სააგენტო (IAAR) მასპინძლობდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პანელური დისკუსიის ფარგლებში CEENQA-ს წევრმა სააგენტოებმა გააზიარეს გამოცდილებები და საუკეთესო პრაქტიკები ადამიანური რესურსების მართვაში, გაციფრულების როლსა და მის გავლენებზე, ხარისხის უზრუნველყოფის ჭრილში. წევრმა სააგენტოებმა მოკლედ მიმოიხილეს მიმდინარე და ახლად განხორციელებული ცვლილებები როგორც საკანონმდებლო, ასევე სტრუქტურული და ორგანიზაციული მიმართულებებით. ცენტრის წარმომადგენლების მხრიდან წარდგენილ იქნა საქართველოში უმაღლესი განათლების მიმართულებით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები.

„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2020 წლიდან CEENQA-ს წევრია. ქსელის მიზანია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გაუმჯობესებას.

ქსელის წევრ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების და გამოცდილების გაზიარების გზით, ქსელში გაწევრიანების შესაძლებლობა ეძლევათ ხარისხის განვითარების იმ სააგენტოებს, რომლებიც უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხში ხელმძღვანელობენ საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტანდარტებით და სახელმძღვანელო პრინციპებით, როგორიცაა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები (ESG 2015)”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში