საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თეიმურაზ ბარაბაძემ, სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ირაკლი გუჯაბიძემ და ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორმა ნანი ხუნდაძემ, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში - „ჰეიდარ ალიევი და აზერბაიჯანის ნავთობის სტრატეგია: მიღწევები ნავთო¬ბისა და გაზის გეოლოგიასა და გეოტექნოლოგიაში“, წარმოდგენილი იყვნენ მეცნიერები ოცზე მეტი ქვეყნიდან. ორდღიან ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი ისა ჰაბიბბეილი და SOCAR-ის წარმომადგენლები.
სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ნინო მაისურაძის განცხადებით, კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების“ დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი თეიმურაზ ბარაბაძე და „სამთო ტექნოლოგიების“ დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი ირაკლი გუჯაბიძე.
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს ნავთობისა და გაზის ინსტიტუტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.