გლდანში, თეთრი ტბის დასახლებაში გზის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანში, თეთრი ტბის დასახლებაში გზის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, გლდანის რაიონის გამგეობა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, თეთრი ტბის დასახლებაში საგზაო პროექტს ახორციელებს. ამჯერად, კალანდაძის ქუჩის მონაკვეთისა და თეიმურაზ ბატონიშვილის I, II შესახვევისა და ბორჩალოელის ქუჩების მონაკვეთებზე გზის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.

„სამუშაოების შედეგად, 1 600 გრძივ მეტრზე ეწყობა სანიაღვრე ქსელი, 9 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე კი დაიგება ასფალტის საფარი, რისთვისაც 1 400 000 ლარამდე დაიხარჯება.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება