თსუ-ს რექტორის გადაწყვეტილებით, დავალიანების მქონე სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდა დასკვნითი გამოცდების დასრულებამდე გადაუვადდათ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, თსუ რექტორი ჯაბა სამუშია, თსუ საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელთან მაია ჩიღვინაძესთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უნივერსიტეტში მოქმედებს რეგულაცია, რომლის თანახმადაც დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი ვალდებულია სწავლის საფასური დაფაროს ფინალურ გამოცდებამდე.

„როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, არსებული სოციალური, მატერიალური თუ სხვა პირობების გათვალისწინებით სტუდენტები ვერ ახერხებენ სწავლის საფასურის დაფარვას გამოცდებამდე დარჩენილ ვადებში, შესაბამისად ეზღუდებათ ფინალურ გამოცდებზე დაშვების უფლება.

სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათ სწავლის საფასურის გადახდა გადაუვადდეთ დასკვნითი გამოცდების დასრულებამდე. ამისათვის სტუდენტები ფინალურ გამოცდაზე გასვლის წინ წერილობით დააფიქსირებენ ფინანსური დავალიანების გადავადებასთან დაკავშირებით განაცხადს. მითითებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას არ განიხილოს სტუდენტისთვის კვალიფიკაციის მინიჭების საკითხი“, - აღნიშნულია თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის