ჯაბა სამუშიამ შიდასაუნივერსიტეტო სპორტული ჩემპიონატების გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კალათბურთისა და ფეხბურთის მასშტაბური შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატები ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2022-2023 წლების სეზონის გამარჯვებული გუნდები თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ დააჯილდოვა.

„ასპარეზობაში მონაწილეობა შვიდივე ფაკულტეტის 75-მა გუნდა მიიღო, საიდანაც ფინალური ეტაპისთვის 16 საუკეთესო შეირჩა. „ლიგა თსუ“-ს გამარჯვებული იურიდიული ფაკულტეტის გუნდი „კოლოქვიუმი“ გახდა. მე-2 ადგილზე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გუნდი “რეკორდმაისტერი” გავიდა; მე-3 ადგილი კი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდმა “ფრონტი” დაიკავა;

რაც შეეხება კალათბურთის ჩემპიონატს ,,Basket Tsu'', სეზონის გამარჯვებული ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გუნდი გახდა. მეორე ადგილი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერების ფაკულტეტის გუნდმა დაიკავა. გოგონათა საკალათბურთო ტურნირში "Basket Tsu Women'' პირველი ადგილი გუნდმა "HUSTLE" მოიპოვა, ხოლო მეორე ადგილის მფლობელი "3 shots" გახდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა