სს „ეპ ჯორჯია გენერაციამ“ მტკვარში თევზის ლიფსიტები გაუშვა

სს „ეპ ჯორჯია გენერაციამ“ მდინარე მტკვარში ენდემური სახეობის თევზების შენარჩუნებისა და გამრავლების ათწლიანი პროექტის განხორციელება დაიწყო.

„ეპ ჯორჯია გენერაციის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მტკვარში, 3 სახეობის თევზის 30 000-მდე ლიფსიტა გაუშვეს.

ზაჰესის კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალისტებმა მტკვრის ფაუნისთვის დამახასიათებელი 3 სახეობის - ველური კობრის, წვერასა და ხრამულის - ლიფსიტები გაუშვეს.

მათივე ცნობით, თევზის სახეობების ხელოვნური გამრავლებისა და ბუნებაში დაბრუნების 10-წლიანი პროექტი (რესტოქინგი) კომპანიამ შეიმუშავა და შესაბამის უწყებებთან შეთანხმების შემდეგ მის განხორციელებაზე მუშაობა დაიწყო. ის ხელს შეუწყობს ამ სახეობების პოპულაციის შენარჩუნებას მდინარეში. ლიფსიტების გაშვება ყოველ 2 წელშია დაგეგმილი.

„გარემოზე ზემოქმედების შეფასების გაახლების პირობის შესაბამისად „ეპ ჯორჯია გენერაციამ“ სპეციალური კვლევა ჩაატარა თევზის ავტოქტონური სახეობების და მათი აღდგენის საჭიროების შესახებ. კვლევის შედეგების შესაბამისად შემუშავდა ამჟამად მიმდინარე პროექტი და დაიწყო მის განხორციელებაზე მუშაობა. პროექტის ფარგლებში, კომპანია ახლო მომავალში თევზამრიდის მოწყობასაც გეგმავს, რაც გამორიცხავს თევზების მოხვედრას ჰესის სადერივაციო არხში“, - განაცხადა „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, მარიამ მჭედლიშვილმა.

„ეპ ჯორჯია გენერაციის“ ინფორმაციით, მდინარეზე აგებული კაშხლები თევზებისთვის წინაღობას ქმნიან და რესტოქინგის პროექტების განხორციელება მათი ბუნებრივი რაოდენობის შენარჩუნებას და დაცვას ისახავს მიზნად.

მათივე ცნობით, პროექტი შეთანხმებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. კომპანია პერიოდულად მონიტორინგსაც უზრუნველყოფს პროექტის მიმდინარეობისა და დამატებითი საჭიროებების გამოსავლენად.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს