თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა პროექტ „დიდგორელის“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს

თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა პროექტ „დიდგორელის“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მონაწილეებს პროექტის ავტორებისა და მხარდამჭერებისგან წიგნები, მედალიონები, სერტიფიკატები, ფასიანი საჩუქრები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

„საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით სუჯაშვილმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეების და პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. მონაწილეებს პროექტის ავტორებისა და მხარდამჭერებისგან წიგნები, მედალიონები, სერტიფიკატები, ფასიანი საჩუქრები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

„დიდგორელი“ 2019 წელს დაარსდა და მოსწავლე-ახალგაზრდობის საქართველოს ისტორიით დაინტერესებას ისახავს მიზნად. შიდასასკოლო ტურებიდან ფინალის ჩათვლით, პროექტში 2000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მოსწავლეებს საგანმანათლებლო ტურებში მონაწილეობის შესაძლებლობაც ჰქონდათ”, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო