გიორგი ვაშაძე - პრორუსულმა „ოცნებამ“ რუსული ძალადობის მანქანა აამუშავა და თავს დაესხა „გირჩი მეტი თავისუფლების“ ახალგაზრდულ ბანაკს - მოვუწოდებ კობახიძეს და ღარიბაშვილს, ხელი აიღეთ სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებაზე!

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ბორჯომში, „გირჩი მეტი თავისუფლების“ ახალგაზრდულ ბანაკში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

ვაშაძე სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, ბორჯომში მყოფი ადამიანების უსაფრთხოება უზრუნველყონ.

„ბოლომდე გაშიშვლებულმა პრორუსულმა „ოცნებამ“ რუსული ძალადობის მანქანა აამუშავა და ამ წუთებში თავს დაესხა ბორჯომში „გირჩი მეტი თავისუფლების“ ახალგაზრდულ ბანაკს, სადაც ევროპულ პერსპექტივას და საქართველოს დეოკუპაციის საკითხებს განხილავდნენ. ძალადობრივი ჯგუფი ემუქრება ბანაკში მყოფ ბავშვებს. გარდა ამისა, დღეს დილით, ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ.

მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სასწრაფოდ მოახდინეთ ბორჯომში მობილიზება და უზრუნველყავით იქ მყოფი ადამიანების უსაფრთხოება!

მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, კობახიძეს და ღარიბაშვილს, საქართველოს ვერ გადააქცევთ რუსეთად, ხელი აიღეთ ძალადობასა და სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებაზე! ხელები შორს ახალგაზრდების და საქართველოს მომავლისგან“, - აცხადებს ვაშაძე, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის