გიორგი კაპანაძე - „რუსული ოცნება“ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ მძღოლს ჰგავს, რომელიც საჭეს ვერ იმორჩილებს და ქვეყანას კატასტროფისაკენ მიაქანებს - დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი საქართველოს გადარჩენას შეძლებს

დარწმუნებული ვარ, როგორც 2003 წელს შეძლო მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს გადარჩენა, ისე შეძლებს ახლაც მთავარ ოპოზიციურ ძალასთან და სხვა პროდასავლურ პარტიებთან ერთად საქართველოს გადარჩენას“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, სააკაშვილს შეუძლია ქართველი ხალხისა და საქართველოს გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.

„პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება, ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ, არის პოზიტიური ფაქტორი პროდასავლური ოპოზიციისათვის. მას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქართველი ხალხისა და საქართველოს გამარჯვებაში. მესამე პრეზიდენტმა, 2003 წელს, ხალხს დაუბრუნა საქართველო, რომელიც მიტაცებული ჰქონდა კრიმინალურ-ქურდულ კლანს. მჯერა რომ ის, მთავარ ოპოზიციურ ძალასთან და სხვა პროდასავლურ პარტიებთან ერთად, ხალხს კვლავ დაუბრუნებს საქართველოს, რომელიც მიტაცებული აქვს, რუსულ-ოლიგარქიულ კლანს.

ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა რეალური ოპოზიციური პარტია, ვკონცენტრირდეთ არა ერთმანეთის, არამედ, „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლაზე. „რუსული ოცნება“ ჰგავს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ მძღოლს, რომელიც საჭეს ვერ იმორჩილებს და ხალხსა და ქვეყანას მიაქანებს გარდაუვალი კატასტროფისაკენ. ამიტომ, აუცილებელია რომ ჩამოვაშოროთ საჭეს“, - განაცხადა კაპანაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის