ბადრი ჯაფარიძე - ძალადობა წახალისებულია „ქართული ოცნების“ სპიკერების აგრესიული განცხადებებით - „ოცნება“ წინამორბედი მმართველი ძალის ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წლის პრაქტიკას იმეორებს

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძესა და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ მიერ ორგანიზებული ბანაკის მონაწილეებზე ბორჯომში განხორციელებული თავდასხმა პირდაპირ „ქართული ოცნების“ სპიკერების აგრესიული განცხადებებით არის წახალისებული.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ პირდაპირ იმეორებს წინამორბედი მმართველი ძალის ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წლის პრაქტიკას.

„სრულიად აღმაშფოთებელი, ორგანიზებული თავდასხმა განხორციელდა ზურა ჯაფარიძეზე და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ მიერ ორგანიზებული ბანაკის მონაწილეებზე ბორჯომში. ეს ძალადობა პირდაპირ წახალისებულია „ქართული ოცნების“ სპიკერების აგრესიული განცხადებებით მათი ოპონენტების მიმართ.

სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ზურას და ყველა იმ ახალგაზრდას, ვისზეც თავდასხმა განხორციელდა. ყველას კარგად გვახსოვს ანალოგიური ტიპის თავდასხმები 2012 წელს, ოღონდ მაშინდელი ხელისუფლების მხარდამჭერი ჯგუფებისგან. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ პირდაპირ იმეორებს წინამორბედი მმართველი ძალის ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წლის პრაქტიკას. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რა შედეგით დამთავრდა ეს ყველაფერი არჩევნებზე. ასეთივე შედეგია გარდაუვალი "ქართული ოცნებისთვის", - ნათქვამია ჯაფარიძის განცხადებაში.

ცნობისთვის, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერს გორში, „სმარტთან“ თავს დაესხნენ. პარტიის წევრის, ანა ყურაშვილის ინფორმაციით, ჯაფარიძეს თავს ერთი პირი მაშინ დაესხა, როდესაც ის მანქანაში იმყოფებოდა, შედეგად მას თვალი აქვს დაზიანებული.

გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია ბორჯომში, „გირჩი მეტი თავისუფლების“ ახალგაზრდულ ბანაკში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. არსებული ინფორმაციით, ბორჯომში „გირჩი მეტი თავისუფლების“ ახალგაზრდულ ბანაკს თავს დაესხნენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო