შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო მულტიდისციპლინური სტუდენტური კონფერენცია გაიმართა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში რიგით მე-2 საერთაშორისო მულტიდისციპლინური სტუდენტური კონფერენცია გაიმართა, რომელიც ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს აერთიანებდა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, კონფერენციის მიზანი იყო სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების აქტიური ჩართულობა სამეცნიერო საქმიანობაში და მათი კვლევითი და ანალიტიკური უნარების გამომუშავება; ახალგაზრდა მეცნიერების და მკვლევარების ჩართულობა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, კვლევითი უნარების განვითარება და კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს.

„კონფერენციის მონაწილეებს გახსნის ცერემონიალზე მიესალმნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, დოქტორი, საფფეთ ბაირაქთუთანი, პრორექტორი კვლევითი მიმართულებით, ასოც. პროფ. დოქტორი, თეა კბილცეცხლაშვილი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის წარმომადგენელი, გიორგი ხაზიაშვილი და უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, ქეთი ფანქველაშვილი.

კონფერენციაში, 70-ზე მეტმა მომხსენებელმა ერთმანეთს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები. ასევე გაიმართა საინტერესო დისკუსიები. დასასრულს უნივერსიტეტმა ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადასცა, ხოლო უნივერსიტეტის ბენდმა მათთვის კონცერტი გამართა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება