სახელოვნებო და შემოქმედებითი ფაკულტეტების სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ და კინოცენტრის დამოუკიდებლობას ითხოვენ

სახელოვნებო და შემოქმედებითი ფაკულტეტების სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ და კინოცენტრის დამოუკიდებლობას ითხოვენ.

როგორც სტუდენტების განცხადებაშია აღნიშნული, ისინი გმობენ კინოცენტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს საშიშია არამხოლოდ ქართული კინოს განვითარებისთვის, არამედ პირდაპირ აყენებს მათ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და ცენზურის წინაშე.

„ჩვენ ვართ საქართველოს უნივერსიტეტების სახელოვნებო და შემოქმედებითი ფაკულტეტების სტუდენტები. ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც სულ მალე ვიმუშავებთ ამ ქვეყნის სახელოვნებო ინდუსტრიებში. ჩვენ ვართ თავისუფალი თაობა, ახალგაზრდები, რომელთათვისაც ეს ცნება ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ გვაშფოთებს და მოქმედებისკენ გვიბიძგებს ჩვენი შემოდგომობით თავისუფლების დაკარგვის საფრთხე, ჩვენი ქვეყნის კულტურული განვითარების შებოჭვის საშიშროება.

ვგმობთ დღეს კინოცენტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, რადგან ეს საშიშია არამხოლოდ ქართული კინოს განვითარებისთვის, არამედ პირდაპირ გვაყენებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და ცენზურის წინაშე.

ბოლო წლებში ქართული კინო ევროპული და მსოფლიო სცენის ყურადღების ეპიცენტრშია. კინოცენტრი ერთადერთი ინსტიტუციაა, რომელიც ქართულ კინოს აფინანსებს, შესაბამისად, მისი წვლილი ამ პროცესში უდიდესია.

ჩვენ ცხადად ვიაზრებთ, რამდენად რთულია საქართველოში ვაკეთოთ ჩვენი საქმე, თუმცა, ყველა მოსალოდნელი ფინანსური თუ სხვა ტიპის დაბრკოლების მიუხედავად, საქმისადმი უსაზღვრო სიყვარულის გამო, მაინც ავირჩიეთ ეს პროფესიები. ჩვენ გვინდა წვლილი შევიტანოთ თანამედროვე ქართული კინოსა და კულტურის წარმატების პროცესში. დამოუკიდებელი კინოცენტრის არარსებობა საფრთხეს გვიქმნის ჩვენ, ახალგაზრდებს, სტუდენტებს, რომლებსაც გულწრფელობითა და ენთუზიაზმით გვინდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე ჩვენს ქვეყანაში. ახლა ქართული კინო საფრთხეშია! ვითხოვთ კინოცენტრის დამოუკიდებლობას! ვითხოვთ გამჭვირვალობასა და დემოკრატიულ პროცესებს!გავერთიანდეთ ყველა კინოსთვის!“ - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს სხვადასხვა უნივერსიტეტის 265 სტუდენტი აწერს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს