პირი, რომელიც ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხა, დაკავებულია

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერზე, ზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელი დაკავებულია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრმა ანა ყურაშვილმა განუცხადა, ჯაფარიძეს მასზე თავდამსხმელის დაკავების შესახებ პოლიციიდან შეატყობინეს.

მისივე ინფორმაციით, ჯაფარიძე გორში ამოცნობაზე მიდის.

ერთი პირის დაკავების ფაქტი "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს.

ცნობისთვის, „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს თავს დღეს, გორში, „სმარტთან“ დაესხნენ. თავდასხმის შედეგად ჯაფარიძემ დაზიანება თვალის არეში მიიღო. ის რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა