„ევროპის გუნდი" საქართველოში ორი ინიციატივის განხორციელებას იწყებს

„ევროპის გუნდი" საქართველოში განვითარებაზე ორიენტირებული ორი მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებას იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ერთი ინიციატივა მიმართულია "დაბალანსებულ ტერიტორიულ განვითარებაზე", ხოლო მეორე ინიციატივის სახელწოდებაა "მწვანე და ჯანსაღი". მათივე ცნობით, ღონისძიება დღეს არაგვში ჩატარდა, ადგილობრივი ფესტივალის მსვლელობისას, რომელსაც საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო და ადგილობრივი განვითარების ჯგუფი მასპინძლობდნენ.

ღონისძიებაზე დასასწრებად არაგვში ჩავიდნენ ადგილობრივი მცხოვრებლები, აგრეთვე ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ „ევროპის გუნდის" ელჩები, აგრეთვე ნინო თანდილაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე და მანანა ნარიმანიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი. „ევროპის გუნდის" მიდგომა აერთიანებს ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებსა და ევროპულ საფინანსო ინსტიტუტებს ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მოქალაქეებისათვის უკეთესი შედეგებისა და მეტი ხელშესახები სარგებლის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ დღეს ვიწყებთ ორ ახალ ინიციატივას, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოს მოქალაქეებისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და მწვანე და ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველყოფას",- განაცხადა ღონისძიების გახსნისას ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.

„გულწრფელად მიხარია, რომ ჩეხეთი 2018 წლიდან მხარს უჭერს ამ ულამაზეს რეგიონს კომპლექსური პროექტის „არაგვის დაცული ლანდშაფტისა და ადგილობრივი მოსახლეობის მდგრადი განვითარება" საშუალებით. ავსტრიისა და სლოვაკეთის თანადაფინანსებით, ჩვენ ვეხმარებით არაგვის რეგიონს, მდგრადი გზით გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი, კარგად დაიცვას ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობა, გარდა ამისა, ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივი მოსახლეობას და ვაუმჯობესებთ მათ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს", - აღნიშნა ამავე ღონისძიებაზე ჩეხეთის ელჩმა პეტრ მიკისკამ.

„ავსტრია „ევროპის გუნდის" აქტიური წევრი და „ევროპის გუნდის" ინიციატივის „დაბალანსებული ტერიტორიული განვითარება" თანათავმჯდომარეა. განვითარებაზე ორიენტირებული ჩვენი თანამშრომლობის მთავარი პრინციპია „ერთად უკეთესია". ამის კარგი მაგალითია ჩვენი პარტნიორობა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ჩეხეთსა და სლოვაკეთთან, არაგვის დაცული ტერიტორიების მხარდასაჭერად. ამ ერთობლივი მხარდაჭერის წარმატება გვაძლევს სტიმულს, რომ კიდევ უფრო გავაფართოოთ თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის საქართველოს სხვა მთიან რეგიონებშიც", - განაცხადა ავსტრიის ელჩმა, თომას მიულმანმა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დღეს დაწყებულ ორ ინიციატივას „ევროპის გუნდი" მომდევნო წლებში ერთობლივი ძალისხმევით განახორციელებს. „ევროპის გუნდი", რომელიც თავდაპირველად შეიქმნა, როგორც კოვიდ-19-ის პანდემიაზე ევროკავშირის ერთობლივი რეაგირების ინსტრუმენტი, გარდაიქმნა ინიციატივების სერიად, რომლებიც მიზნად ისახავენ ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნებისა და ევროპული საფინანსო ინსტიტუტების ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებას და მიმართვას პარტნიორ ქვეყნებში ტრანსფორმაციული გავლენის უზრუნველსაყოფად. 2023 წელს „ევროპის გუნდი" საქართველოში ორი მასშტაბური ინიციატივის განხორციელებას იწყებს: "დაბალანსებული ტერიტორიული განვითარება", რომლის მიზანია ქალაქებისა და სოფლების მცხოვრებლებს შორის არსებული განსხვავების შემცირება და ქვეყნის ყველა რეგიონში მცხოვრები ადამიანებისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნა.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საინფორმაციო ბიულეტენი.

"მწვანე და ჯანსაღი", რომლის მიზანია საქართველოს ბუნების დაცვა, ნარჩენების მართვის სერვისების გაუმჯობესება და მუნიციპალიტეტების „გამწვანება" საქართველოში მცხოვრები ადამიანებისათვის უკეთესი და ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველსაყოფად.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საინფორმაციო ბიულეტენი“, -აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით