თამარ გაბუნია - ჩვენი მიზანია კლინიკებს ჰქონდეთ ინტერესი, ინვესტიცია გააკეთონ შიგნით, ინფექციის კონტროლის გაძლიერებაში

ჩვენი მიზანია კლინიკებს ჰქონდეთ ინტერესი, ინვესტიცია გააკეთონ შიგნით, ინფექციის კონტროლის გაძლიერებაში, - ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ახალი კანონპროექტი, რომელიც რეგულირების სააგენტოს მანდატის გაზრდას გულისხმობს, სამედიცინო სფეროში ხარისხის გაძლიერებასა და ამ მიზნით, მეტი ინვესტიციის განხორციელებას ისახავს მიზნად.

„ჩვენი სისტემა აქამდე იყო რეაქტიული, ანუ რეაგირებდა დამდგარ შემთხვევებზე. ცვლილების მიზანი არის ის, რომ ჯარიმაც, ოპერატიული ზემოქმედებაც და სხვა ყველაფერი, ემსახურებოდეს მეტად პრევენციული სისტემის ჩამოყალიბებას, რათა კლინიკებს ჰქონდეთ ინტერესი, ინვესტიცია გააკეთონ შიგნით, ინფექციის კონტროლის გაძლიერებაში. იყო შემთხვევები და ძალიან უხერხულია ამაზე საუბარიც - სადეზინფექციო სტერილიზატორი, რომელიც არ მუშაობს ექვემდებარება ჯარიმას, იმის ნაცვლად, რომ კლინიკამ შეიძინოს ახალი სტერილიზატორი, რომელიც შეიძლება 5000 ლარი ღირდეს, მისთვის ფინანსურად უფრო მარტივია, ჯარიმა გადაიხადოს და სხვაგან გაასტერილოს, რაც არ არის დადგენილი წესის შესაბამისი. ჯარიმების გაზრდა პრევენციული ხასიათისაა. ჩვენი მიზანი და ინტერესი არ არის, რომ კლინიკებმა ბევრი ჯარიმები გადაიხადონ. პირიქით, ლიცენზიის და სერტიფიკატის შეჩერების ბერკეტი განმეორებით დაჯარიმებებს ეწინააღმდეგება. ეს ორი ერთად ვერ იმოქმედებს. ხშირად არის ინფრასტრუქტურულად გაუმართავი კლინიკები. მაგალითისთვის, ერთ-ერთ სისხლის ბანკში იყო შემთხვევა, უკიდურესად მძიმე მდგომარეობა, პერსპექტივა მისი განვითარების არ არსებობდა. თუმცა ის მაინც აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც ძალიან სერიოზულ რისკებთან იყო დაკავშირებული. სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სრულიად გაეუქმებინა ამ დაწესებულებისთვის ლიცენზია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში სააგენტოს ჰქონდეს ლიცენზიისა და ნებართვის შეჩერების მექანიზმი, რომელიც დღეს არ აქვს.

„დღეს არის მხოლოდ და მხოლოდ გაუქმების მექანიზმი და ვიდრე გაუქმებამდე საქმე მივა, მანამდე უნდა მთელი რიგი ეტაპები გაიაროს, კლინიკამაც და მარეგულირებელმაც. ეს ეტაპები ითვალისწინებს რამდენჯერმე, 3-ჯერ დაჯარიმებას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკა აგრძელებს მუშაობას. ამ დროს, პაციენტისთვის გარემოებები, რა თქმა უნდა, რისკის შემცველი რჩება. ამდენად ლიცენზიისა და ნებართვის შეჩერების მექანიზმი გარკვეულწილად არის შუალედური, მეტად მოქნილი მექანიზმი, როგორც მარეგულირებლისთვის ასევე კლინიკისთვისაც, რადგან მას არ მოუწევს სრულიად დაკარგოს ნებართვა და მერე თავიდან იზრუნოს ამაზე. აქ სასამართლოს ნაწილი ცალსახად და მკაფიოდ რჩება. გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს მარეგულირებელი, უნდა დამტკიცდეს სასამართლოში. ვადა 48 საათია, რადგან ისევ და ისვე რისკი მაღალია და უნდა იყოს სასამართლოს ოპერატიული გადაწყვეტილება. შემდეგ ეს ექვემდებარება გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში, რაც არის საბოლოო“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის