თეონა აქუბარდია - ჩვენ გვაქვს უახლეს ისტორიაში სამოქალაქო დაპირისპირების ძალიან ცუდი პრეცედენტი - როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ მზად არის ამაზე წავიდეს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

ჩვენ გვაქვს უახლეს ისტორიაში სამოქალაქო დაპირისპირების ძალიან ცუდი პრეცედენტი. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ მზად არის წავიდეს ამაზე, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თსუ-ში, გორში და ბაკურიანში მომხდარი ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ "ქართულ ოცნებას" ახალგაზრდებზე რევანშის სურვილი ამოძრავებს.

"ქართული ოცნება" ძალადობაზე დგას. სიახლე არაფერია, უბრალოდ სახელები იცვლება - ჯერ "ქართული მარში" იყო, შემდეგ "ალტ- ინფო", 5-6 ივლისის დაუსჯელი ძალადობა და ახლა ამ სახით მოვლენილი ახალი ინსტრუმენტი, რომ დასაჯონ ყველა, ვინც ეწინააღმდეგება ამ რეჟიმს. ყველას გვახსოვს ის ბრაზი, რაც ჰქონდა "ქართულ ოცნებას" რუსული კანონის უკან გაწვევის გამო, რაც ახალგაზრდების დამსახურება იყო და ახლა მათ რევანშის სურვილი აქვთ, ამიტომ "ფრანკლინის კლუბი" იქნება, თუ სტუდენტები, მათზე თავდასხმა არის რევანშის მცდელობა. ყველას გვახსოვს წინა კვირას ირაკლი კობახიძის და მამუკა მდინარაძის დედის გინება და აგრესია, რაც როგორც ჩანს, თავის ბიჭებში გაუშვეს. ეს არის კარგად ორგანიზებული, შეკვეთილი ძალადობა და პოლიცია არ არის რეაგირების და პრევენციის ფორმატში, რაც კარგად გვახსოვს 5-6 ივლისიდან და კიდევ უფრო ადრეც. "ქართული ოცნება" ერთი მხრივ, დავალებას აძლევს ამ ბიჭებს და მეორე მხრივ, პოლიციას, რათა არ ჰქონდეთ კანონის შესაბამისი რეაგირება და პრევენციული ქმედებები. მსგავსი დაპირისპირება ძალიან საშიში და საფრთხილოა. ჩვენ გვაქვს უახლეს ისტორიაში სამოქალაქო დაპირისპირების ძალიან ცუდი პრეცედენტი. როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" მზად არის წავიდეს ამაზე, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს," - განაცხადა აქუბარდიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო