„საქსტატი“ - იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 362.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.9 პროცენტით მეტია

2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 362.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.9 პროცენტით მეტია - აქედან ექსპორტი 2 502.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 18.6 პროცენტით), ხოლო იმპორტი 5 859.7 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 19.1 პროცენტით),- ამის შესახებ „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„საქსტატის“ მონაცემებითვე, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-მაისში, 3 356.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.1 პროცენტია.

„2023 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: სომხეთი (360.0 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (336.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (281.3 მლნ. აშშ დოლარი).

2023 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 021.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (778.6 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (589.7 მლნ. აშშ დოლარი).

2023 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.2 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 194.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 059.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (623.3 მლნ. აშშ დოლარი).

2023 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 795.0 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 31.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 315.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 103.5 მლნ. აშშ დოლარით (4.1 პროცენტი). უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-მაისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 015.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 17.3 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 399.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 264.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.5 პროცენტი)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის