საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსური მონიტორინგის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი - სოსო რამიშვილი, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსური მონიტორინგის სააგენტოს ეწვია.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა უწყებების პირველ პირებს შორის, რომლებმაც განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და საგადასახადო და საბაჟო დანაშაულების პრევენცია. მხარეებმა ისაუბრეს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ანალიტიკური მიმართულებით არსებული მეთოდოლოგიისა და პრაქტიკის შესახებ გამოცდილების ურთიერთგაზიარების მნიშვნელობაზე.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, გაფორმდა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის კოლეგა უწყებებს შორის, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთისა და გამოძიების კუთხით ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და გააქტიურებას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო