აგროტურისტულ და ღვინის ტურიზმის სფეროში მოქმედი სუბიექტებისთვის შესაძლოა, საგადასახადო შეღავათები დაწესდეს

აგროტურისტულ და ღვინის ტურიზმის სფეროში მოქმედი სუბიექტებისთვის შესაძლოა, საგადასახადო შეღავათები დაწესდეს. საგადასახადო შეღავათი იმ პირებს შეეხება, რომელთა წლიური შემოსავალი 500 000 ლარს არ აღემატება.

უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით პარლამენტში წარდგენილია კანონის პროექტი, რომლის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება აგროტურისტული და ღვინის ტურისტული საქმიანობის ფარგლებში პირის მიერ მიღებული შემოსავალი და გაცემული ხელფასი, შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში.

ამავე პროექტით, ასევე მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება, აგროტურისტული და ღვინის ტურისტული საქმიანობების სუბიექტების საქმიანობის ფარგლებში პირის მიერ მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებულ განაცემები.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები “ქართული ოცნებიდან“: - დავით სონღულაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ირმა ზავრადაშვილი, გელა სამხარაული, ანტონ ობოლაშვილი და ბეჟან წაქაძე.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის