საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ და TBC კაპიტალმა ელექტროენერგიის დაყვანილი ღირებულების (Levelized Cost of Energy) პირველი კვლევა წარადგინეს

USAID-ის განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენციის სადისკუსიო პანელზე, რომელსაც მოდერაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე უწევდა, TBC კაპიტალის უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა ანდრო თვალიაშვილმა ელექტროენერგიის დაყვანილი ღირებულების (Levelized Cost of Energy) პირველი კვლევის შედეგები წარადგინა.

ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, კვლევა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დაკვეთით TBC კაპიტალმა მოამზადა იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც თიბისი ბანკში წარდგენილი პროექტები მოიცავს.

მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ კონფერენცია, მიზნად ისახავდა ენერგეტიკის დარგში ჩართული მხარეების გამოცდილების გაზიარებასა და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ამასთან, კონფერენციაზე წარდგენილი ელექტროენერგიის დაყვანილი ღირებულება მსოფლიოში აღიარებული ერთ-ერთ უმთავრესი მეტრიკაა, რომელიც ელექტროგენერაციის ობიექტის მშენებლობის შემდეგ, კონკრეტული ტექნოლოგიის (ჰიდრო, მზე, ქარი) მიხედვით, წარმოებული ელექტროენერგიის თვითღირებულებას განსაზღვრავს.

ლევან ვეფხვაძის განცხადებით, „აღნიშნული მონაცემები გარკვეულწილად განსხვავდებოდა იმ შედეგებისგან, რომელიც ინვესტორებმა მარტში გამართული სიმძლავრის აუქციონებზე წარადგინეს, შესაბამისად, საინტერესო იყო სწორად შეფასება, ასევე, მომავალი აუქციონებისთვის იმ ფაქტორების გათვალისწინება, რომელიც ინვესტორების ქცევაზე ყველაზე მეტად ახდენს გავლენას“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო