კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის სახელზე წერილი შეიტანეს

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა კინოცენტრში წერილი შეიტანეს.

კინემატოგრაფისტები რეორგანიზაციის პროცესის შეჩერებას, კინოცენტრის ხელმძღვანელის არჩევის წესის შეცვლას და ცენტრის ახალ ხელმძღვანელთან, კობა ხუბუნაიასთან შეხვედრას ითხოვენ.

მათი თქმით, ისინი ხვალ, 18:00 საათამდე კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისგან, კობა ხუბუნაიასგან პასუხს ელოდებიან.

„კინოცენტრში ქართველმა კინემატოგრაფისტებმა წერილი ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის სახელზე შევიტანეთ. ამ წერილში გაჟღერებულია ჩვენი მოთხოვნები. კერძოდ, მოთხოვნა შეხვედრაზე, რომელიც "ფეისბუკ ლაივში" უნდა გადაიცეს.

ხვალ საღამოს 18:00 საათამდე პასუხს ველოდებით. ჩვენი ორი ძირითადი მოთხოვნაა შეჩერდეს მიმდინარე რეორგანიზაცია და დაიწყოს მუშაობა კინოცენტრის დირექტორის არჩევის ახალი წესის შესახებ", - განაცხადა კინორეჟისორმა, ალექსანდრე კობერიძემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას დოკუმენტალისტი, ნინო გოგუა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას კინოცენტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პირის მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადება კინოცენტრის თანამშრომლებისთვის შეურაცხმყოფელია.

„კინოცენტრის კარი, რომელიც გასაღებით იღება და იკეტება მხოლოდ იმისთვის, რომ კინემატოგრაფისტებმა განცხადება შევიტანოთ, ეს თავის მხრივ, როგორც გარემოება ბევრს ნიშნავს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვინარჩუნებთ იმედს, რომ დაინახავს კობა ხუბუნაია ჩვენი პროტესტის ლეგიტიმურობას.

დღეს ყველამ მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელიც უკიდურესად იმედგამაცრუებელი იყო. ის ყველანაირი პასუხისმგებლობის აღების გარეშე ფართო საზოგადოებას უმხელს თავის პერსონალურ ეჭვს, რომ შეიძლება ამ პროტესტში ჩართული იყოს რაღაც “კლანის” ინტერესები, რაც პირველ რიგში, ჩვენთვის შეურაცხმყოფელია. ეს არის ჭორაობის მიმსგავსებული ბრალდება, რომელსაც არანაირი არგუმენტი არ მოჰყვება. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პირი ბრალს გვდებდეს დაუსაბუთებელ მიკერძოებაში", - განაცხადა დოკუმენტალისტმა, ნინო გოგუამ.

ასევე, ხელოვანები დღეს, 16:00 საათზე სოლიდარობის ნიშნად საქართველოს პარლამენტის წინ, გაფიცული მაღაროელების საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.

11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“