თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია „ქალები ინოვაციაში“ გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა Horizon 2020 - ის პროექტის CALIPER-ის ფარგლებში კონფერენცია „ქალები ინოვაციაში“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციის მიზანს STEM მიმართულების წარმომადგენელი მეცნიერი და ინოვატორი ქალების საქმიანობის წარმოჩენა, გამოცდილების გაზიარება, მოტივაციის ამაღლება და მეცნიერი ქალების კვლევებში აქტიური ჩართვის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

„დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მიმართა და ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებაში ქალი მეცნიერების როლზე ისაუბრა. კონფერენციაზე STEM მიმართულებით მოღვაწე მეცნიერი და ინოვატორი ქალების გამოცდილების გაზიარების მიზნით ღონისძიების მონაწილეებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა 2023 წლის რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიის კონკურსის „ქალები მეცნიერებაში“ გამარჯვებული მეცნიერის, ბიოლოგიის დოქტორის, თამარ ხარძიანის დაჯილდოების ცერემონია.

კონფერენცია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ერეკლე ასტახიშვილი, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და პარლამენტის კულტურისა და განათლების კომიტეტის წევრი მარიამ ლაშხი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების სამინისტროსა და სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო